სერგი კაპანაძე - სენატორების ტრამპისადმი  მიმართვა, რომ პუტინი „დიდ შვიდეულში“ არ უნდა დაიშვას, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, როგორი დიდი მხარდაჭერა აქვს საქართველოს აშშ-ში

ამერიკელი სენატორების მიერ დონალდ ტრამპისთვის მიმართვა, რომ ვლადიმერ პუტინი „დიდ შვიდეულში“ არ უნდა დაიშვას, ნიშნავს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გვყავს მეგობრები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ამერიკა-რუსეთს შორის ურთიერთობებში იყოს მოაზრებული და არ მოხდეს ამ პრობლემატიკის დავიწყება, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

კაპანაძე იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი „ცივილიზებული სამყაროს ყველაზე ექსკლუზიურ კლუბში - „დიდ შვიდიანში" არ დაბრუნდება და ამის მიზეზი სწორედ საქართველოსა და უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპაცია იქნება.

„ამერიკელი სენატორების მხრიდან ეს განცხადება და ეს ნაბიჯი, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, როგორი დიდი მხარდაჭერა აქვს საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებში და მიუხედავად იმისა, თუ როგორი არის მთავრობის ნაბიჯები, რას აკეთებს და რას არ აკეთებს საერთაშორისო ასპარეზზე, ჩვენ გვყავს მეგობრები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია იყოს მოაზრებული ამერიკა-რუსეთს შორის ურთიერთობებში და არ მოხდეს ამ პრობლემატიკის დავიწყება. ამიტომ მე დიდი იმედი მაქვს, რომ „დიდ შვიდეულში" არ მოხდება რუსეთის დაბრუნება. ეს საღი აზრიდან გამომდინარე არსებული პოზიციაა, რომელსაც ბევრი ევროპელი ლიდერი იზიარებს, იქნება შენარჩუნებული ოკუპაცია საქართველოში თუ უკრაინაში, იქნება მიზეზი იმისა, რომ რუსეთი არ დაბრუნდეს ცივილიზებული სამყაროს ყველაზე ექსკლუზიურ კლუბში - „დიდ შვიდიანში", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, ამერიკელი სენატორები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, „დიდ შვიდეულთან“ რუსეთის მიერთების შესაძლებლობაზე ღია წერილით მიმართავენ და აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი „დიდ შვიდეულში“ არ უნდა დაიშვას, ვიდრე რუსეთის მთავრობა არ გადადგამს ცალსახა ნაბიჯებს იმის დასადასტურებლად, რომ საერთაშორისო არენაზე პასუხისმგებლობის მქონე მოთამაშე იქნება.

სენატორები პრეზიდენტ ტრამპს ახსენებენ, რომ „დიდი რვიანიდან“ გარიცხვის შემდეგ რუსეთის ფედერაცია კვლავ არღვევს საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს და მათ შორის, ერთ-ერთ მაგალითად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია მოჰყავთ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს