სოფიო ქაცარავა - საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალ წელს, სან-ტომე და პრინსიპი დევნილების შესახებ გაერო-ს რეზოლუციას მხარს დაუჭერს

საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალ წელს, სან-ტომე და პრინსიპი დევნილების შესახებ გაერო-ს რეზოლუციას მხარს დაუჭერს, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძისა და სან-ტომე და პრინსიპის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის, დელფიმ სანტიაგო დას ნევესის პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობა, როგორიცაა სან-ტომე და პრინსიპი, ძალიან მნიშვნელოვანია.

„ზუსტად ეს არის ჩვენი არაღიარების პოლიტიკა. აბსოლუტურად ყველა ქვეყანასთან ვმუშაობთ. ეს ვიზიტიც ზუსტად ამის გამოძახილი იყო, რომ არაღიარების პოლიტიკის შედეგად მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. მომავალ წელს ისინი მხარს დაუჭერენ გაერო-ს რეზოლუციას, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ქაცარავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა