საქართველოს საელჩო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოსალოდნელ ქარიშხალთან დაკავშირებით მიმართავს

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო დიასპორის წარმომადგენლებს ქარიშხალ "დორენასთან" დაკავშირებით მიმართავს.

"დიასპორის საყურადღებოდ: მე-4 კატეგორიის ქარიშხალი "დორენა" უახლოვდება ფლორიდის შტატს სავარაუდოდ, 1-2 სექტემბერის პერიოდში ძლიერი წვიმებითა და ქარით. მოქალაქეებს ვურჩევთ დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს. ქარიშხალთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდიდან www.nhc.noaa.gov. ასევე, საჭიროების შეთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საელჩოს ცხელ ხაზზე +1 (202) 247-8498",- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო