დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ფლორიდას ქარიშხალი „დორიანის“ სახით „მონსტრი“ უახლოვდება

ფლორიდის შტატში ქარიშხალ „დორიანს“ ელოდებიან. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი სახით შტატს „აბსოლუტური მონსტრი“ უახლოვდება.

მოსალოდნელი სტიქიის გამო პრეზიდენტმა პოლონეთში დაგეგმილი ვიზიტი გადადო. ფლორიდის გუბერნატორმა კი შტატში მოსალოდნელი, სახიფათო, მეოთხე კატეგორიის ქარიშხლის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

„როგორც ჩანს, ეს შესაძლოა, აბსოლუტური მონსტრი იყოს. როგორც ჩანს, დაუჯერებლად მაღალი სიჩქარის ქარი გველოდება,“ - განაცხადა ტრამპა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გავრცელებულ ვიდეოში და აღნიშნა, რომ ფლორიდაში წყალი და საკვები გაგზავნილია.

ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა, რომელმაც საგანგებო მდგომარეობა ჯერ 26 ოლქში, მოგვიანებით კი მთელ შტატში გამოაცხადა, აღნიშნა, რომ ფლორიდელები ამ ქარიშხალს სერიოზულად უნდა მოეკიდონ. ქარიშხალი „დორიენი“ ნელა მოძრაობს და ძალას იკრებს. დროა, მოვემზადოთ და გეგმა დავსახოთ“, - წერს დესანტისი „ტვიტერში“.

შტატის ოფიციალური პირები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ ქვიშიანი ტომრების გამზადება დღეიდან დაიწყონ.

„დორიანის“ სიჩქარე, რომელიც შტატს სავარაუდოდ მომავალი კვირის დასაწყისში დატყდება თავს, დაახლოებით 210 კმ/სთ იქნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო