30 აგვისტოს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები  გაიმართება

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ორგანიზებით, 30 აგვისტოს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება. ინფორმაციას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ავრცელებს.

თბილისში ღონისძიება 30 აგვისტოს, დიდუბის საგამოფენო დარბაზის Expo Georgia-ს მე-3 პავილიონში ჩატარდება.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე თბილისის გარდა 30 აგვისტოს ასევე აღინიშნება: ზუგდიდში („ენგურქაღალდ კომბინატის“ დასახლება, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალის მიმდებარედ, 12:00 საათი) ქუთაისში (უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სახელობის სკვერი, ავტომშენებლის გამზირი, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია, 12:00 საათი), ბათუმში (პუშკინისა და ლორიას ქუჩების კვეთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალის მიმდებარედ, 11:00 საათი), გორში ( ვერხვების დევნილთა დასახლება, წმ. ნინოს სახელობის ეკლესიის მიმდებარე სკვერი, 11:30 საათი).

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა