ხათუნა ლაგაზიძე - ევროკავშირის მისიის განცხადება უხერხემლო და არაფრისმომცემია - რუსეთს უნდა დაუფიქსირონ, რომ ძალისმიერი ქმედება იქნება აღქმული, როგორც რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების დაწყება

საერთაშორისო საზოგადოებამ მკვეთრად უნდა დაუფიქსიროს რუსეთს, რომ ნებისმიერი ძალისმიერი ქმედება განხორციელებული ქართული საგუშაგოს მიმართულებით იქნება აღქმული, როგორც რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების დაწყება საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, - ამის შესახებ ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე “ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

ლაგაზიძის შეფასებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გუშინდელი განცხადება, რბილად რომ ვთქვათ, იყო უკბილო და უხერხემლო და არაფრისმომცემი.

“მოგმართავთ მეგობრებო, კოლეგებო, ექსპერტული წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებო, აქტივისტებო: გავავრცელოთ ერთობლივი მიმართვა საერთაშორისო საზოგადოების, საერთაშორისო მისიების, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების - აშშ-ის და ევროკავშირის მისამართით, რომ ხმა აიმაღლონ რუსეთის პროვოკაციული ქმედებების წინააღმდეგ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გუშინდელი განცხადება, რბილად რომ ვთქვათ, იყო უკბილო და უხერხემლო და არაფრისმომცემი. საერთაშორისო საზოგადოებამ მკვეთრად უნდა დაუფიქსიროს რუსეთს, რომ ნებისმიერი ძალისმიერი ქმედება განხორციელებული ქართული საგუშაგოს მიმართულებით იქნება აღქმული, როგორც რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების დაწყება საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ და განხორციელდება შესაბამისი სანქციები. ჩვენ კი ღიად და მკაფიოდ დავუფიქსიროთ ჩვენს სტრატეგიულ პარტიორებს, რომ ამ ვითარებაში საქართველოს დატოვება ევროკავშირის მისიის მსგავსი არაფრისმთქმელი განცხადებების ამარა, ჩვენი მხრიდან აღიქმება როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაწირვა. დღეს ჩვენი ერთიანობა უაღრესად მნიშვნელოვანია და ეს ყველამ უნდა დაინახოს“, - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს წამოუყენეს ულტიმატუმი სოფელ წნელისთან ქართული პოსტის დილის ექვს საათამდე გაუქმების თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ჩაშლილ შეხვედრაზე განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, IPRM-ის 95-ე შეხვედრა, საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელის, ერიკ ჰოგისა და სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენლის, რუდოლფ მიჰალკას მონაწილებით ერგნეთში გაიმართა.

„ჰოგმა 2019 წლის 18 ივლისის შემდეგ განვითარებული მოვლენები მიმოიხილა. მან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან არსებული ვითარება განიხილა. მისი აზრით, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა უსაფრთხოების მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედა, მათ შორის კი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა გუგუტიანთაკარსა და წნელისშია.

მათი აზრით, დაძაბულობის განსამუხტად და კონფლიქტის გამო დაზარალებული მოსახლეობის პირობების გასაუმჯობესებლად აუცილებელია დიალოგის გაგრძელება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა