არჩილ თალაკვაძე გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო ფრაქციის პირველ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის წევრს, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო ფრაქციის პირველ მდივან კარსტენ შნაიდერს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცებას და სამომავლო გეგმებს შეეხო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა საკონსტიტუციო, საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებსა და მათ განხორციელებაში საზოგადოების ფართო ჩართულობას.

მათივე ინფორმაციით, არჩილ თალაკვაძემ და კარსტენ შნაიდერმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი მიმოიხილეს. საუბარი ასევე, ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე მდგომარეობასა და მისგან მომდინარე საფრთხეებს შეეხო.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის წევრმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, დასავლური მისწრაფებების მხარდაჭერა დაუდასტურა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა