პროკურატურა პეკინის ქუჩაზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის მიმართ პატიმრობას ითხოვს

პროკურატურა პეკინის ქუჩაზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობას ითხოვს. ამის შესახებ ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დაწყებამდე პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ბრალდებულის მიმართ დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზა და დასკვნის მიღების შემდგომ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული.

"მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარე სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების თაობაზე დანაშაულის სპეციფიკის, კატეგორიის გათვალისწინებით",- განაცხადა ნიშნიანიძემ.

ცნობისთვის, თამარ საძაგლიშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. მას საგამოძიებო უწყება 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ასევე დაჭრილი არასრულწლოვნის დის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობას ედავება.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა პეკინის ქუჩაზე ორი დღის წინ მოხდა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად მოდიოდა, როცა ქალი მიიჭრა და სახის არეში დაჭრა. ქალი სამართალდამცავებმა რამდენიმე საათში დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში აღკვეთის ღონისძიების თაობაზე მსჯელობს. პროცესს ბრალდებული თამარ საძაგლიშვილიც ესწრება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა