ზვიად კუპრავა მისთვის 9-თვიანი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას ასაჩივრებს

სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე მსჯავრდებული "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც მას 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში კუპრავას ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს გაასაჩივრებს. ადვოკატი მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან მისივე განმარტებით, სისხლის სამართლის კოდექსში არ არსებობს ნორმა, რომლითაც შეიძლებოდა ზვიად კუპრავას გასამართლება.

მარიკაშვილი მიიჩნევეს, რომ კუპრავას დამნაშავედ ცნობა იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუკი მისი ქმედებით სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძებლობას შეექმნებოდა საფრთხე.

ცნობისთვის, სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე დაკავებული ზვიად კუპრავა სასამართლომ პირველ აგვისტოს დამნაშავედ სცნო.

სასამართლოს გადაწყვტილებით, ზვიად თავისუფლების აღკვეთა 9 თვით შეეფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა). ამისთვის ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო, იმ მიზნით, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენა და უზრუნველყოფილიყო სამართალდამცავ ორგანოში/სასამართლოში მისი გამოცხადება.

სასამართლოს უპატივცემულობის შემდეგ, გირაოს ქვეშ მყოფმა ზვიად კუპრავამ, ასევე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს. აღნიშნული ქმედებისთვის ზვიად კუპრავას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ვინაიდან მან თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას.

გირაოს პირობების დარღვევის - ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენის, სამართალდამცავ ორგანოში არგამოცხადების, მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების - გამო, სასამართლოს გადაწყვეტილებით მიმდინარე წლია 21 თებერვალს ზვიად კუპრავას გირაო შეეცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით. აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომა ჩატარდა ზვიად კუპრავას გარეშე, ვინაიდან ბრალდებულმა თავი აარიდა მართლმსაჯულებასაც.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა