სასამართლო პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის, თამარ საძაგლიშვილის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართსისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვს.

როგორც ადვოკატმა ალექსი გაბუნიამ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დაწყებამდე განუცხადა, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

გაბუნიას განცხადებით, საძაგლიშვილს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს.

"უკვე დაინიშნა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში. შესაბამისად, გაირკვევა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის სტატუსი და მდგომარეობა. ჩვენ მოვითხოვთ, რომ არანაირი აღკვეთის ღონისძიება არ შეეფარდოს. დანიშნულია სტაციონარული ექსპერტიზა, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ის თავისუფლებაში ვერ იქნება. ის დარჩება სამედიცინო დაწესებულებაში",- განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ბრალდებულს არ ახსოვს, რა მოხდა პეკინის გამზირზე და ჰქონდა თუ არა ცივი იარაღი.

"არ ახსოვს არაფერი. მეხსიერებიდან ამოვარდნილი აქვს ეს მომენტი. მე მითხრა, რომ არაფერი ახსოვს. მაღაზიებში იყო მოსული ნივთების დასათვალიერებლად. ესეც ბუნდოვნად ახსოვს. გონება დაბინდული აქვს", - განაცხადა ალექსი გაბუნიამ.

ცნობისთვის, თამარ საძაგლიშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. მას საგამოძიებო უწყება 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ასევე დაჭრილი არასრულწლოვნის დის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობას ედავება.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა პეკინის ქუჩაზე ორი დღის წინ მოხდა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად მოდიოდა, როცა მასთან გამვლელი ქალი მიიჭრა და სახის არეში დაჭრა. ქალი სამართალდამცავებმა რამდენიმე საათში დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში აღკვეთის ღონისძიების თაობაზე მსჯელობს. პროცესს ბრალდებული თამარ საძაგლიშვილიც ესწრება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა