სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე მაისურებით, წარწერით: „სირცხვილია“ მივიდნენ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე კამპანია “სირცხვილიას“ წარმომადგენლებმა კომიტეტის თავმჯდომარეს სოფო კილაძეს “გავრილოვის ღამეზე“ და მასთან დაკავებულ ადამიანებზე პოზიციის გამოხატვა მოსთხოვეს.

სამოქალაქო აქტივისტები კომიტეტის სხდომაზე მაისურებით - წარწერით “სირცხვილია“ და თვალზე აფარებული ლენტებით მივიდნენ. როგორც მათი მხრიდან ითქვა, ჯგუფური ძალადობის მუხლით “ქართულ ოცნებას“ არასდროს დაუკავებია და გაუსამართლებია “ქართული მარშის“ წევრები, როდესაც ისინი პოლიციელებზე ძალადობდნენ.

“72 დღეა საქართველოში არის სირცხვილი. 72 დღეა დუმხართ და კითხვებს არ სცემთ პასუხს. ქალბატონო სოფო, 72 დღეა თქვენ ხართ სირაქლემას პოზაში და ემალებით პრობლემას! გაფრთხილებთ, გეუბნებით წინასწარ და შეგიძლიათ მიიღოთ როგორც ანონსი, დღეიდან ყოველდღიურად იგრძნობთ, რომ თქვენი საქციელი, ის რაც მოხდა 20 ივნისს და რაც ხდება მას შემდეგ, არის სირცხვილი“, - მიმართა კამპანია “სირცხვილიას“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თამარ კაკაბაძემ სოფო კილაძეს.

კომიტეტის თავმჯდომარემ კაკაბაძის პასუხად აღნიშნა, რომ ის წარმოადგენს პოლიტიკურ გაერთიანებას და არის ელენე ხოშტარიას თანაშემწე.

“ძალიან კარგია, რომ ელენე ხოშტარიას თანაშემწეს ეძლევა პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა“, - განაცხადა კილაძემ.

დისკუსიაში დეპუტატი ვანო ზარდიაშვილიც ჩაერთო, რომელმაც კაკაბაძეს მიმართა, იცის თუ არა, რომ ელენე ხოშტარიამ განათლება მოსკოვში მიიღო, სადაც “მგიმო“ დაამთავრა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს