3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის დედა - ჩემ შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს და მკურნალობდა, თუმცა მსგავსი რამ აქამდე არასდროს მომხდარა

პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის, თამარ საძაგლიშვილის დედის, მანანა ჩხიკვაძის განცხადებით, მის შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს და მკურნალობდა კიდეც.

"ჩემს შვილს აქვს ფსიქიკური პრობლემები. ახლა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა და, რა თქმა უნდა, დადასტურდება და ამაზე მერე იმსჯელებენ. იღებდა მედიკამენტებს, მკურნალობდა და ფსიქიატრიულში იწვა. ჩემი პოზიცია არანაირი არ არის, ვიდრე სასამართლო არ გამოიტანს გადაწყვეტილებას. აქამდე მსგავსი შემთხვევები არ ყოფილა, მაგრამ მკურნალობდა",- განაცხადა ბრალდებულის დედამ.

პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის თამარ საძაგლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო.

მოსამართლის განმარტებით, თამარ საძაგლიშვილი საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის და შესაძლოა მან ახალი დანაშაული ჩაიდინოს.

აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენებას ბრალდების მხარე ითხოვდა, რასაც ბრალდებულის ადვოკატი არ ეთანხმებოდა.

ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვდა.

ცნობისთვის, თამარ საძაგლიშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. მას საგამოძიებო უწყება 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ასევე დაჭრილი არასრულწლოვნის დის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობას ედავება.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა პეკინის ქუჩაზე ორი დღის წინ მოხდა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად მოდიოდა, როცა მასთან გამვლელი ქალი მიიჭრა და სახის არეში დაჭრა. ქალი სამართალდამცავებმა რამდენიმე საათში დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების გამართულ პროცესს ბრალდებული თამარ საძაგლიშვილიც ესწრებოდა.

წინასასამართლო სხდომა 23 ოქტომბერს 11:00 საათზე გაიმართება.

იხილეთ ვიდეო: 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის დედა - ჩემ შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს და მკურნალობდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო