პეკინის ქუჩაზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატი ვარაუდობს, რომ თამარ საძაგლიშვილის მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდება

პეკინის ქუჩაზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატის ალექსი გაბუნიას განცხადებით, მისი ვარაუდით, თამარ საძაგლიშვილის მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდება. როგორც ალექსი გაბუნიამ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა, საძაგლიშვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს, რასაც ექსპერტიზაც დაადგენს.

რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენებას, ადვოკატის განცხადებით, "სასამართლო მაინც ობიექტურად მოიქცა, ვინაიდან საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ თავისუფლებაში დაეტოვებინა ბრადებული".

"როგორც მოგახსენეთ, დანიშნულია სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ამ საქმეზე სასმართლებრივი დევნა თამარ საძაგლიშვილის მიმართ შეწყდება",- განაცხადა ალექსი გაბუნიამ.

პეკინის ქუჩაზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის თამარ საძაგლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო. მოსამართლის განმარტებით, თამარ საძაგლიშვილი საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის და შესაძლოა მან ახალი დანაშაული ჩაიდინოს. აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენებას ბრალების მხარე ითხოვდა, რასაც ბრალებულის ადვოკატი არ ეთანხმებოდა. ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვდა.

ცნობისთვის, თამარ საძაგლიშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. მას საგამოძიებო უწყება 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ასევე დაჭრილი არასრულწლოვნის დის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობას ედავება.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა პეკინის ქუჩაზე ორი დღის წინ მოხდა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად მოდიოდა, როცა მასთან გამვლელი ქალი მიიჭრა და სახის არეში დაჭრა. წინასასამართლო სხდომა 23 ოქტომბერს 11:00 საათზე გაიმართება.

იხილეთ ვიდეო: "ახსოვს რომ მაღაზიებში იყო, უნდა დაეთვალიერებინა" - რას ყვება პეკინზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს