სოფო კილაძე - კომიტეტის კარი ღიაა სამოქალაქო აქტივისტებისთვის, თუმცა აქ იყო ელენე ხოშტარიას თანაშემწე და ამ ყველაფერს პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს

კომიტეტის კარი ღიაა სამოქალაქო აქტივისტებისთვის, თუმცა აქ იყო ელენე ხოშტარიას თანაშემწე და ამ ყველაფერს პოლიტიკური ელფერი ნამდვილად დაჰკრავს,- ასე ეხმაურება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე კომიტეტის სხდომაზე სამოქალაქო აქტივისტების მისვლას, მაისურზე წარწერებით, "სირცხვილია". დეპუტატის თქმით, მას ახსოვს 20 ივნისის მოვლენები და აღნიშნული საკითხი ბოლომდე უნდა გაირკვეს.

"20 ივნისის საკითხი საჭიროებს ბოლომდე მიყვანას და უნდა გაირკვეს ვინ გადაამეტა ძალას, მაგრამ ჩვენი კომიტეტის კარი ღიაა სამოქალაქო აქტივისტებისთვის, მათ თავისუფლად მიეცათ საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება, თუმცა აქ იყო ელენე ხოშტარიას თანაშემწე და ამ ყველაფერს პოლიტიკური ელფერი ნამდვილად დაჰკრავს",- განაცხადა კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო აქტივისტები კომიტეტის სხდომაზე მაისურებით - წარწერით “სირცხვილია“ და თვალზე აფარებული ლენტებით მივიდნენ. როგორც მათი მხრიდან ითქვა, ჯგუფური ძალადობის მუხლით “ქართულ ოცნებას“ არასდროს დაუკავებია და გაუსამართლებია “ქართული მარშის“ წევრები, როდესაც ისინი პოლიციელებზე ძალადობდნენ.

„72 დღეა საქართველოში არის სირცხვილი. 72 დღეა დუმხართ და კითხვებს არ სცემთ პასუხს. ქალბატონო სოფო, 72 დღეა თქვენ ხართ სირაქლემას პოზაში და ემალებით პრობლემას! გაფრთხილებთ, გეუბნებით წინასწარ და შეგიძლიათ მიიღოთ როგორც ანონსი, დღეიდან ყოველდღიურად იგრძნობთ, რომ თქვენი საქციელი, ის რაც მოხდა 20 ივნისს და რაც ხდება მას შემდეგ, არის სირცხვილი“, - მიმართა კამპანია “სირცხვილიას“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თამარ კაკაბაძემ სოფო კილაძეს.

კომიტეტის თავმჯდომარემ კაკაბაძის პასუხად აღნიშნა, რომ ის წარმოადგენს პოლიტიკურ გაერთიანებას და არის ელენე ხოშტარიას თანაშემწე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა