დავით ბაქრაძე - მხარს ვუჭერთ პოლიციის პოსტის შენარჩუნებას, ეს პოსტები უზრუნველყოფენ საოკუპაციო ხაზთან სიმშვიდეს

ჩვენ, როგორც ოპოზიციური პარტია, მთლიანად ვუჭერთ მხარს ამ პოსტის შენარჩუნებას - ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს ძალიან მტკიცედ, მშვიდად და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, არ მისცეს საოკუპაციო ძალას ვითარების გამწვავების საშუალება, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე სოფელ ჩორჩანაში არსებულ ვითარებას.

ბაქრაძის განცხადებით, არამხოლოდ კონკრეტული საგუშაგო უნდა იქნეს შენარჩუნებული, არამედ უნდა აღდგეს სხვა საპოლიციო პოსტებიც, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში გაუქმდა.

“საოკუპაციო ძალა, რომელიც არღვევს ყველანაირ კანონს და სამართალს, რომელიც აგრძელებს ოკუპაციას, რომელიც ღობავს ჩვენს სოფლებს, რომელიც იტაცებს ადამიანებს, “გაღმა შეედავეს” პრინციპით ცდილობს ახლა ქართულ მხარეს გააუქმებინოს პოლიციის სრულიად კანონიერი საგუშაგო. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ უნდა დავთანხმდეთ. რა თქმა უნდა, არამხოლოდ ეს კონკრეტული საგუშაგო უნდა იქნეს შენარჩუნებული, არამედ უნდა აღდგეს სხვა საპოლიციო პოსტებიც, რომელიც გაუქმებული იქნა ბოლო წლების განმავლობაში. ქართული პოლიციის ყოფნა არის აუცილებელი წესრიგის და მშვიდობის დაცვისთვის, ქართული პოლიციის ყოფნა არის აუცილებელი ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ამიტომ ამ კონკრეტულ საკითხს ჩვენ, როგორც ოპოზიციური პარტია მთლიანად ვუჭერთ მხარს ამ პოსტის შენარჩუნებას და ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს ძალიან მტკიცედ, უნდა იმოქმედოს მშვიდად და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ევროკავშირის მისიასთან ერთად არ მისცეს საოკუპაციო ძალას ვითარების გამწვავების საშუალება ისე, რომ უკან არ დავიხიოთ. პოსტი უნდა იქნეს შენარჩუნებული, სხვა პოსტებიც უნდა აღდგეს და დარწმუნებული ვარ, რომ მტკიცედ და მშვიდად მოქმედების შემთხვევაში, ჩვენი უცხოელი პარტნიორების ჩართვის შემთხვევაში, არანაირი ნეგატიური შედეგი ამას არ მოყვება - პირიქით, ეს პოსტები უზრუნველყოფს საოკუპაციო ხაზთან სიმშვიდეს, სტაბილურობას და მეტ დაცულობას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დავით იაკობიძე - მთავარია, კარგად ვიცოდეთ, რა გვინდა სოფლის მეურნეობასა და ეკონომიკაში და ვიცოდეთ, ვის შევთავაზოთ პარტნიორობა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2020
ვაჟა ბერიძე - მთავრობა სწრაფად და ეფექტიანად რეაგირებს გამოწვევებზე, ეს სადღეისოდ საკმარისია, მაგრამ ტაში და ვაშა ჯერჯერობით ნაადრევია