პოლიციამ ძარცვის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1993 წელს დაბადებული დ.კ. ძარცვის მცდელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დ.კ.-მ ქალს ხელჩანთა გასტაცა, რომელშიც 710 ლარი და პირადი ნივთები იყო, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.

უწყების ცნობით, პატრულ-ინსპექტორებმა დ.კ. შემთხვევის ადგილიდან ახლოს, რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ ფული და პირადი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება ძარცვის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-178-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: საპატრულო პოლიციამ ძარცვის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა