დავით მათიკაშვილი - ბლოკპოსტის არსებობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ შეიცვლება

ბლოკპოსტის არსებობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ შეიცვლება, გამოვიყენებთ ყველა რესურსს რომ არ მოხდეს ვითარების ესკალაცია,- ამის შესახებ სოფელ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი აგრძელებს თავის პროვოკაციულ ქმედებას ოკუპირებულ და მის მიმდებარე ტერიტორიებზე .

„უსაფრთხოების დაცვის მიზნით ქართული მხარის მიერ გადაწყვეტილებაა მიღებული ბლოკპოსტის არსებობის შესახებ და ამას არ შევცვლით. ასევე ჩვენ ვმუშაობთ ყველა საერთაშორისო პარტნიორთან, გამოვიყენებთ ყველა ფორმატს და რესურსს იმისთვის, რომ არ მოხდეს კონკრეტულ გარემოებასთან მიმართებაში რაიმე სახის ესკალაცია, იმ მოცემულობაში რომ ქართულმა მხარემ დაიცვას თავისი პრინციპული გადაწყეტილება",- განაცხადა მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს წამოუყენეს ულტიმატუმი სოფელ წნელისთან ქართული პოსტის 30 აგვისტოს 06:00 საათამდე გაუქმების თაობაზე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს