სირიელმა ქურთებმა „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მებრძოლი „ჯალათი რაკადან“ ტყვედ ჩაიგდეს

სირიელმა ქურთებმა ტყვედ ჩაიგდეს ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მებრძოლი ბელგიელი ანუარ ხადუში. ის ცნობილია ასევე სახელით აბუ სულეიმან ალ-ბელგიკი. მოგვიანებით მას „ჯალათი რაკადან“ უწოდეს. ის ეჭვმიტანილია 100-ზე მეტი ადამიანის მკვლელობაში.

„ამჟამად ის „სირიის დემოკრატიული ძალების“ მიერ კონტროლირებად ციხეშია მოთავსებული. სირიელმა ქურთებმა ის მეუღლესთან ერთად დააპატიმრეს“, - ამ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ „De Morgen“-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბელგიის ფედერალური პროკურატურა მიიჩნევს, რომ ხადუში ბრიუსელსა და პარიზში ტერაქტებსაც აფინანსებდა. ჯერ უცნობია სად გაასამართლებენ ტერორისტს: სირიაში, ბელგიაში თუ საფრანგეთში.

იხილეთ ვიდეო: სირიელმა ქურთებმა "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მებრძოლი "ჯალათი რაკადან" ტყვედ ჩაიგდეს

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026