უკრაინის უშიშროების სამსახური რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების გაცვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს

უკრაინის უშიშროების სამსახური რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების გაცვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა ელენა გიტლიანსკაიამ განაცხადა, რომ გაცვლის თარიღი ჯერ კიდევ ზუსტდება და სავარაუდოდ ყველაფრის მოგვარება დღეს ვერ მოესწრება. მისივე თქმით, გაუთვალისწინებელი შეფერხებები არ არის და ყველაფერი გეგმის მიხედვით ხორციელდება. ყველა გასაცვლელი პატიმარი უკვე მოსკოვში და კიევშია ჩაყვანილი სხვადასხვა ქალაქების ციხეებიდან. ამ პროცესთან დაკავშირებული პირები არაოფიციალურად აცხადებენ, რომ შესაძლოა, გაცვლა ღამე განხორციელდეს.

ამ ინფორმაციას სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია რუსეთთან ტყვეების გაცვლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო