მამუკა მდინარაძე და დიმიტრი ცქიტიშვილი სინგაპურელ კოლეგებს შეხვდნენ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, შეხვედრა გამართეს სინგაპურის პარლამენტში სინგაპურის რესპუბლიკის სოციალური და ოჯახის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს სიან კიან პენგთან და განათლების კომიტეტის თავმჯდომარესთან დენისე პუასთან. შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის წევრებმა მადლობა გადაუხადეს სინგაპურელ კოლეგებს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მიერ წარდგენლი რეზოლუციის მხარდაჭერისათვის, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შეეხებოდა.

„მხარეებმა განიხილეს სინგაპურის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მოდელი, რომლის შედეგადაც სინგაპურმა უზრუნველყო სწრაფი და ინკლუზიური განვითარება. სინგაპურის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა მხარი დაუჭიროს საქართველოს მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესში და გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება, განსაკუთრებით განათლებისა და სოციალური პოლიტიკის რეფორმირების პროცესში. ეს იყო პირველი შეხვედრა ქართველ და სინგაპურელ პარლამენტარებს შორის. მხარეებმა გამოხატეს სურვილი და მზადყოფნა სამომავლოდ გააქტიურონ ძალისხმევა ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის მიმართულებით“, - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს