ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პარლამენტი“ – საქართველოს მიერ რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეიარაღებული ფორმირებების შეყვანა შეუნიღბავი აგრესიის ფაქტს წარმოადგენს

თვითგამოცხადებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პარლამენტმა საოკუპაციო ხაზთან არსებულ სიტუაციაზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების მიერ „რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე შეიარაღებული ფორმირებების შეყვანა შეფასებულია როგორც შეუნიღბავი აგრესიის ფაქტი, რომელიც რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული.

„იმის მიუხედავად, თუ რომელი პოლიტიკური ძალები არიან საქართველოს ხელისუფლებაში, აგრესიული სახელმწიფო პოლიტიკა სამხრეთ ოსეთის ხალხის მიმართ ამ სახელმწიფოს პოლიტიკური ელიტის საქმიანობის უცვლელი შემადგენელი ნაწილია. აშშ-სა და ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს მის პროვოკაციულ საქმიანობაში, უშუალოდ ეკისრებათ პასუხისმგებლობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის ძირის გამოთხრაში“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „პარლამენტის“ საიტზეა გამოქვეყნებული.

„სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პარლამენტი აცხადებს, რომ „პროვოკაციები, რომლებიც არღვევენ სამხრთ ოსეთის ტერიტორიულ მთლიანობას, ყველა შესაძლო, მათ შორის ძალისმიერი საშუალებებით იქნება აღკვეთილი“.

იხილეთ ვიდეო: ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პარლამენტი" - რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეიარაღებული ფორმირებების შეყვანა შეუნიღბავი აგრესიის ფაქტია

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026