გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენელი ჩორჩანასთან არსებულ მდგომარეობაზე - მხარეებს დიალოგის გაგრძელებისკენ მოვუწოდებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მიხაელ ზიბერტი სოფელ ჩორჩანასთან არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით „ტვიტერში“ განცხადებას ავრცელებს და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს.

„ვაფასებთ #EUMM– ის ძალისხმევას, ხელი შეეწყო გუშინ სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრის გამართვისთვის და მხარეებს დიალოგის გასაგრძელებლად მზადყოფნის გამოხატვისკენ მოვუწოდებთ, ვინაიდან ჩორჩანას მახლობლად ადმინისტრაციულ ხაზზე არსებული დაძაბულობის მოგვარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“ , - წერს მიხაელ ზიბერტი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია