სან-ტომე და პრინსიპის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა სან-ტომე და პრინსიპის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან დელფიმ სანტიაგო დას ნევესთან და სან-ტომე და პრინსიპის საპარლამენტო დელეგაციასთან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და სან-ტომე და პრინსიპის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის შემდგომი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში. ასევე, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების აუცილებლობას, ჩვენს ქვეყნებს შორის პარლამენტთაშორისი ურთიერთობების განვითარების სამომავლო პერსპექტივებსა და მნიშვნელობას.

ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა დაადასტურა სან-ტომე და პრინსიპის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

სტუმართან საუბრისას დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე - ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, შექმნილ რთულ ვითარებაზე, ასევე საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციის პროცესზე. ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა