სამთავრობო ცვლილებების საკითხზე მსჯელობისთვის მმართველი გუნდი უმრავლესობის ფორმატში შეიკრიბება

1-ელ სექტემბერს - პარლამენტის საშემოდგომო სესიის გახსნამდე ორი დღით ადრე, მმართველი გუნდი უმრავლესობის ფორმატში შეიკრიბება.

“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, უმრავლესობის დეპუტატები სწორედ 1-ელი სექტემბრისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე ელიან დაზუსტებულ ინფორმაციას მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე. შესაბამისად, სავარაუდოდ, ამ დღეს გაირკვევა, სექტემბერში მოქმედი პრემიერ-მინისტრი მივა პარლამენტში საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშით თუ პარლამენტის დღის წესრიგში ახალი შემადგენლობის მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი დადგება.

უმრავლესობის სხდომაზე შეთანხმდება პარლამენტის საშემოდგომო სხდომაზე გასატანი საკითხებიც.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი