გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 2 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 2 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თელასიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახალშენის, ნასიძის, სიმონ ჩიქოვანის, ბალანჩივაძის, დოლიძის, იოსელიანისა და ბზვანელის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, IV მიკრორაიონებისა და გახოკიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, სამხედრო ქალაქის (ნაწილობრივ), საექიმოს, ნავთლუღის, ლობჟანიძისა და დოდაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის, შოთა ნიშნიანიძისა და კაციტაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ჭალას, სოფელი ფონიჭალას, ჭალადიდისა და მარნეულის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირისა (ნაწილობრივ) და ქსნის ქუჩის მცხოვრებლებს.

15 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, გურამიშვილის გაზირის (ნაწილობრივ), დავით სარაჯიშვილის გამზრის (ნაწილობრივ), თემქის, გურამიშვილის, სარაჯიშვილის, ხევძმარისა და შეშელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 13 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ატენის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს