ლევან იოსელიანი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალებაზე - პრეზიდენტს უნდა ეყოს პასუხისმგებლობა, საკუთარი გადაწყვეტილების "სისწორე" აუხსნას საზოგადოებას

ის, რომ შეწყალების უფლება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა იმას არ ნიშნავს, რომ ეს უფლება შეიძლება გამოყენებული იყოს ბოროტად. პრეზიდენტის გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის საზოგადობის ინტერესებთან და სახელმწიფო ინსტიტუტების ინსტიტუციურ მდგრადობასთან, - ასე აფასებს "სამოქალაქო მოძრაობის" დამფუძნებელი ლევან იოსელიანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ რამაზ დევაძის შეწყალებასთან დაკავშირებით.

ლევან იოსელიანის თქმით, ყოველი ასეთი გადაწყვეტილება ასუსტებს პოლიციას, როგორც ინსტიტუციას და ახალისებს ქაოსსა და კრიმინალს საზოგადოებაში.

"პრეზიდენტს უნდა ეყოს პასუხისმგებლობა, რომ საკუთარი გადაწყვეტილების "სისწორე" აუხსნას საზოგადოებას და დაარწმუნოს, რომ ესა თუ ის მსჯავრდებული იმსახურებდა ასეთი ტიპის ექსკლუზიურ შეწყალებას. მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილს კანონი არ დაურღვევია, მან ჩაიდინა მორალურად გაუმართლებელი, არასახელმწიფოებრივი აქტი და როგორც ყოველთვის, მისი ქმედება მოვიდა ქვეყნის ინტერესებთან წინააღმდეგობაში", - აცხადებს ლევან იოსელიანი.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "სამოქალაქო მოძრაობა" ავრცელებს.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. არსებული ინფორმაციით, შეწყალებულთა შორისაა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე, რომელიც ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. რამაზ დევაძეს 2015 წელის 18 სექტემბერს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა