თორნიკე მამალაძე - ერთ-ერთ ეპისკოპოსთან მქონდა შეხვედრა, რომელიც დამემუქრა, რომ მომკლავდნენ თუ საუბარს დავიწყებდი

ჩემი შვილების და დეკანოზის შვილების საზღვრებს გარეთ გაშვებას ვაპირებ, რომ ხელი არაფერმა შეგვიშალოს მე და ჩემ ძმას იმ მანკიერი ცოდვების მხილებაში, რაც საპატრიარქოში ხდება, - წერს დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე „ფეისბუქის“ გვერდზე. მისივე თქმით, ერთ-ერთ ეპისკოპოსთან ჰქონდა შეხვედრა, რომელიც დაემუქრა.

„ერთ-ერთ ჩემს ინტერვიუში ვთქვი, რომ რაც ჩემმა ძმამ, მამა გიორგიმ იცის, ყველაფერს ვიტყვი და ყველა წერილს გავასაჯაროვებდი, რამაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ამ თემასთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეპისკოპოსთან მქონდა შეხვედრა (სახელს ჯერ შეგნებულად არ ვწერ), რომელიც დამემუქრა და მითხრა, რომ მომკლავდნენ თუ დავიწყებდი საუბარს, რაზეც ჩემი პასუხი იყო რომ მზად ვიყავი. შემდეგ ჩემი მცირეწლოვანი შვილებით დამემუქრა. ახლა ჩემი შვილების და მამაოს შვილების საზღვრებს გარეთ გაშვებას ვაპირებ, რომ ხელი არაფერმა შეგვიშალოს მე და ჩემ ძმას იმ მანკიერი ცოდვების მხილებაში, რაც საპატრიარქოში ხდება“, - წერს თორნიკე მამალაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა