პარლამენტში იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს მოუსმინეს

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების წევრებს იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების სისტემის კონცეფცია წარუდგინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ იურიდიული დახმარების სამსახურიდან აცნობეს, პარლამენტის წევრებმა ვრცელი ინფორმაცია მიიღეს ხარისხის შეფასების სისტემის განახლებული კონცეფციის ძირითად პრინციპებზე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა ასევე მოისმინეს სამსახურის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში, რომელშიც ასახულია გაწეული მომსახურების სტატისტიკა, რეფორმები და მნიშვნელოვანი აქტივობები.

პარლამენტის წევრების გარდა, საკომიტეტო მოსმენებს ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, ასევე სხვა პარტნიორი და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

იურიდიული დახმარების სამსახურის ინფორმაციით, რაჟდენ კუპრაშვილმა პარლამენტის წევრთა შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა. ამასთან, საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებმა დადებითად შეაფასეს ხარისხის შეფასების სისტემის კონცეფცია და აღნიშნეს, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ დაგეგმილი რეფორმები კიდევ უფრო გააუმჯობესებს უფასო სამართლებრივი დახმარების გაწევის ხარისხს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა