პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ორი საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია შეიქმნება, თუმცა იდენტური შემადგენლობით

პარლამენტში წარდგენილ ორ საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობს, ორი საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია შეიქმნება, თუმცა იდენტური შემადგენლობით.

საკონსტიტუციო ცვლილებები პროექტების საორგანიზაციო კომისიების ფორმირების თაობაზე დადგენილების პროქტები პარლამენტის ბიუროს 2 სექტემბრის სხდომაზე წარედგინება.

კომისიები 13 წევრისგან შეიქმნება, შემდეგი შემადგენლობით: არჩილ თალაკვაძე (კომისიის თავმჯდომარე), თამარ ჩუგოშვილი, ირმა ინაშვილი, სერგი კაპანაძე, ანრი ოხანაშვილი, მამუკა მდინარაძე, ოთარ კახიძე, ირაკლი კობახიძე, თინათინ ბოკუჩავა, ხათუნა გოგორიშვილი, ლევან კობერიძე, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი.

როგორც ცნობილია, უმრავლესობის 93 დეპუტატის ხელმოწერით წარდგენილი კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. ამასთან, პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის გარდამავალი დებულებებიდან ამოღებულია ჩანაწერი 3%-ანი საარჩევნო ბარიერისა და პოლიტიკური პარტიების ბლოკების შესახებ. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსტიტუციური ცვლილებების საკუთარ ვარიანტს პარლამენტს პოლიტიკური ოპოზიციური პარტიებიც სთავაზობს. მათი პროექტით, არჩევნები პროპორციული სისტემით ტარდება, თუმცა 3%-იანი ბარიერისა და პარტიების ბლოკების დაშვებით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა