პრემიერი - გულშემატკივრების თხოვნა იყო, რომ მამუკა გორგოძეს რაგბის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მიეღო მონაწილეობა  - მამუკას ვესაუბრე და მან თანხმობა განაცხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თხოვნით, მამუკა გორგოძე რაგბის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ამ თემაზე პირადად ესაუბრა ლეგენდარულ მორაგბეს, რომელმაც თანხმობა განაცხადა, საბოლოო დეტალები კი მის კლუბთან ზუსტდება.

"მრავალრიცხოვანი გულშემატკივრის თხოვნა იყო, რომ მამუკა გორგოძეს მიეღო მონაწილეობა რაგბის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატში. მამუკას ვესაუბრე 2 დღის წინ და მან თანხმობა განაცხადა მონაწილეობის მიღებაზე. ამ წუთებში მიმდინარეობს მოლაპარაკება მის კლუბთან საბოლოო დეტალების დასაზუსტებლად. მამუკა ქართული რაგბის ლეგენდა და უდიდესი ძალაა.

წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ბორჯღალოსნებს #რაგბიჩვენითამაშია", - წერს მამუკა ბახტაძე "ფეისბუქზე".

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს