საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს შოტლანდიას დაუპირისპირდება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს, თბილისში, „თიბისი რაგბის" სერიების მეორე მატჩში, შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი 20:00 საათზე, „დინამო არენაზე" გაიმართება.

მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა სტადიონზე გულშემატკივრების მისვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„გვაქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენი მეგობრების, ოჯახის წევრების და რაც მთავარია, ქვეყნის წინაშე წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი.

ტრიბუნების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია და გულშემატკივრებთან ერთად ბევრად უფრო ადვილია თამაში. გარდა ამისა, ეს მნიშვნელოვანია ექვსი ერის გადაწყვეტილების მიმღებებისთვისაც. მათ უნდა დაინახონ, რომ საქართველოში ასეთ მატჩებზე სტადიონი ბოლომდე ივსება. მინდა მოვუწოდო ქომაგებს, რომ მოვიდნენ სტადიონზე და მთელ მსოფლიოს დაანახონ, როგორ უყვართ რაგბი საქართველოში“, - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

შეგახსენებთ, 27 აგვისტოს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპის, „თიბისი რაგბის" სერიების პირველ მატჩში სამხრეთაფრიკულ "საუზერნ კინგსს" 24:20 მოუგო.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო