რუსთავში ქურდობის 6 ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, რუსთავში ჩადენილ ქურდობის 6 ფაქტზე არასრულწლოვანი - 2002 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ბ.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შენაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის აგვისტოში, რუსთავში, მოქალაქის კუთვნილი მსუბუქი ავტომობილი მოიპარა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული ავტომობილი იმავე დღეს კახეთში იპოვეს. ნაქურდალი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

ასევე დადგინდა, რომ ბ.ა.-მ რუსთავში ქურდობის კიდევ 5 ფაქტი ჩაიდინა. არასრულწლოვანმა პროდუქტების მაღაზია, საწარმოები და მსუბუქი ავტომობილი გაქურდა. მოპარული ნივთების ნაწილი სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის