კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

31 აგვისტოს, გაგარინის ქუჩაზე N11-თან, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანდა. ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფი და დაზიანების აღსადგენად სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს.

კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 31 აგვისტოს 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:

საბურთალოს რაიონში: ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, საბურთალოს, ბუდაპეშტის, ჯიქიას და მიმდებარე ქუჩებს; ნუცუბიძის ქუჩას და მიკრორაიონებს;

კრწანისის რაიონში: ლესელიძის, დიუმას და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისფუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა