დავით ბაქრაძე - ქვეყანაში, სადაც მთავრობამ 6 თვეში 735 მლნ ლარი დახარჯა პრემიასა და დანამატზე, 30 მლნ ლარი არ არის, რომ რთველი დააფინანსონ

ქვეყანაში, სადაც მთავრობამ 6 თვეში 735 მლნ ლარი დახარჯა საკუთარ პრემიასა და დანამატზე, თურმე 30 მლნ ლარი არ არის, რომ რთველი დააფინანსონ და გლეხებმა შრომის შედეგი აიღონ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი კახეთში ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება. დავით ბაქრაძესთან საუბარში მევენახეები ამბობენ, რომ ერთ კილოგრამ ყურძენში 40-50 თეთრს სთავაზობენ, მხოლოდ მოვლის ღირებულება კი, დაახლოებით 45 თეთრია. მათ უმრავლესობას ვენახის მოსავლელად ბანკიდან კრედიტი აქვს აღებული და საბანკო ვალდებულებების გარდა ისედაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში უწევთ ცხოვრება.

„ეს არის ის, სადამდეც მიიყვანა „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობა და დაპირება, რომ დაეხმარებოდნენ სოფელს, არათუ არ შესრულდა, საერთოდ კატასტროფა ხდება დღეს სოფელში. უმძიმესი ვითარებაა. გლეხები მასობრივად საუბრობენ, რომ თუ ყურძნის ფასი იქნება 50-60 თეთრი, ისინი იძულებულები გახდებიან მომავალ წელს გაჩეხონ ვაზი. ეს არის დღეს არსებული რეალობა და კატეგორიულად მინდა მოვუწოდო დღევანდელ ხელისუფლებას - გამოძებნონ ბიუჯეტში თანხა! ჩვენ, როგორც ოპოზიცია, მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ საბიუჯეტო ცვლილებას, რომ მოიძებნოს შესაბამისი თანხა, რათა კახეთში მოხდეს რთველის დახმარება“, - აცხადებს დავით ბაქრაძე.

ამირან სალუქვაძე - მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა გაიზარდა, საკმაოდ დაძაბული ბრძოლის მომსწრე ვიქნებით და იმედია, არჩევნების შემდეგ დასავლეთის ხელახალი დახმარება არ დაგვჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2021
ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
„ლუტეცია ჯგუფი“ ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდს აარსებს
კახა ოქრიაშვილი - 2021 წელს 43%-იანი პლებისციტის დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არ დასრულებულა
ახალი სერვისი არააქტიური მოპოვების ლიცენზიის მფლობელებს