ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები თბილისსა და რეგიონებში პოლიციელებთან  შეხვედრებს მართავენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების ჩატარება დაიწყეს. შეხვედრები, ეტაპობრივად, თბილისსა და ყველა ტერიტორიულ ერთეულში გაიმართება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ მინდია დავითაძემ და დეპარტამენტის წარმომადგენლებმა პირველი სამუშაო შეხვედრა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოში გამართეს.

შეხვედრას 25-მდე გამომძიებელი და უბნის ინსპექტორი ესწრებოდა, სადაც კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, იმსჯელეს აღნიშნულ რეგიონში გამოძიებასა და სამართალწარმოების პროცესში არსებულ გამოწვევებზე, ტენდენციებსა და პრობლემის გადაჭრის გზებზე.

შეხვედრაზე, ასევე, აღინიშნა გამომძიებელთა შესაძლებლობების გაძლიერებისა და გამოძიების ხარისხის გაზრდის მიზნით, დეპარტამენტის მზაობა და სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობა. გამომძიებლებს დეპარტამენტის სამომავლო გეგმების შესახებაც მიეწოდათ ინფორმაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე საგამოძიებო რეფორმის წარმატებით განხორციელებისა და გამოძიების ხარისხის ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვანია, სისტემის შიგნით, გამოძიების ხარისხის კონტროლის ეფექტიანი მექანიზმის არსებობა, რომელიც გამოძიების ხარვეზების იდენტიფიცირებასა და მათ დროულად აღმოფხვრას უზრუნველყოფს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე წელს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა.

ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების, არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილ დანაშაულებსა და ტრეფიკინგთან ერთად, დეპარტამენტი განახორციელებს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ, ასევე, სისხლის სამართლის პოლიტიკის პრიორიტეტების გათვალისწინებით სხვა დანაშაულთა გამოძიების ხარისხის მონიტორინგს მთელი საქართველოს მასშტაბით, რითაც იგი უზრუნველყოფს საგამოძიებო რეფორმის წარმატებით იმპლემენტაციისთვის სისტემის მომზადებას.

დეპარტამენტი უკვე დაკომპლექტდა ღია კონკურსის წესით შერჩეული საგამოძიებო, საპროკურორო და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე კადრებით და სრულად შეუდგა მუშაობას.

სისხლის სამართლის საქმეებზე ეფექტიანი მონიტორინგის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის მომზადდა მონიტორინგის განხორციელების ინსტრუქცია და მეთოდოლოგია.

გამოძიების ხარისხის მონიტორინგთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია განსაკუთრებით სენსიტიურ დანაშაულებზე მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული გამოძიების წარმოება. მსხვერპლთა ინტერესების სრულყოფილად დასაცავად, სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური. კოორდინატორები პრიორიტეტულად იმუშავებენ არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებთან და სხვა მოწყვლად ჯგუფებთან. სამსახურის ძირითად მიზანს გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებულთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, დანაშაულის შედეგად გამოწვეულ პირველად სტრესთან გამკლავება და მათთვის სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობის გამარტივება წარმოადგენს. კოორდინატორთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას დეპარტამენტი განახორციელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს