ზაალ უდუმაშვილი - დასახელდეს ვინ გაუწია რეკომენდაცია პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულის შეწყალებას - მოსახლეობა არ შეეგუება, კრიმინალების მფარველი პრეზიდენტი ჰყავდეს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი საქართველოს პრეზიდენტისგან კონკრეტულ განმარტებას ითხოვს, თუ ვისი დავალებით მოაწერა მან ხელი პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულის შეწყალებას. ამის შესახებ ზაალ უდუმაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც პოლიციელის ფარისთვის მუშტის დარტყმაზე, გავრილოვის ღამის მონაწილე ვაჟკაც ბიჭებს შვიდწლიანი პატიმრობით ემუქრებიან, ხოლო პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულს 3 წლის შემდეგ ათავისუფლებენ.

„გვინდა გამოვეხმაუროთ იმ ანტისახელმწიფოებრივ და აღმაშფოთებელ გადაწყვეტილებას, რომელიც რამდენიმე დღის წინ ქვეყნის პირველმა პირმა, უფრო ზუსტად კი „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს პრეზიდენტად დანიშნულმა მიიღო. საქმე ეხება 21 წლის ახალგაზრდა პოლიციელის თარეშ მუკბანიანის მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალებას, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა. გასაგებია, რომ მას დაავალეს ამ გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერა და ისიც გასაგებია თუ ვინ დაავალა. თუმცა, ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ დასახელდეს კონკრეტული პირები, რომლებმაც რეკომენდაცია გაუწიეს მკვლელობაში ბრლდებულის შეწყალებას. ესაა შეურაცხყოფა არამხოლოდ მუკბანიანის ოჯახის, არამედ პოლიციელების. როგორ უნდა იგრძნოს რიგითმა მოქალაქემ ამ ქვეყანაში თავი დაცულად, როდესაც თვითონ პოლიციელები არ არიან დაცულები“, -განაცხადა უდუმაშვილმა.

როგორც მან პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ისინი არ მიიღებენ ორაზროვან და აბსურდულ განმარტებებს იმის თაობაზე, რომ ეს გახლავთ საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციული უფლება. მისივე თქმით, ქართველი ხალხი ამაზე კონკრეტულ პასუხს ითხოვს.

„ზურაბიშვილმა საფრანგეთში ყოფნის დროს განაცხადა, რომ თბილისში დაბრუნების შემდეგ გააკეთებდა განცხადებას ამ თემაზე, ჩვენ მოვითხოვთ რომ ორშაბათსვე განუმარტოს საზოგადოებას თუ ვისი დავალებით მოაწერა ხელი შეწყალების აქტს. ჩვენ არ მივიღებთ ორაზროვან და აბსურდულ განმარტებებს იმის თაობაზე, რომ ეს გახლავთ საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციული უფლება. ველოდებით კითხვებზე პასუხს და აუცილებლად მივიღებთ მას, რადგან საქართველოს მოსახლეობა არ შეეგუება, რომ საქართველოს კრიმინალების მფარველი პრეზიდენტი ჰყავდეს“ , - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: დასახელდეს ვინ გაუწია რეკომენდაცია პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულის შეწყალებას

ლევან ბოძაშვილი - ახლა არაორდინარული, არასტანდარტული გადაწყვეტილებების დროა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2020
სოსო არჩვაძე - ეროვნული ვალუტის კურსის რყევამ  შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ის შედეგები, რაც მიღწეულია მთავრობის მიერ
„მაკდონალდსი“ ლუგარის ლაბორატორიის პერსონალის კვებაზე ზრუნავს
„ვენდი“ და „დანკინი“ მიწოდების უკონტაქტო სერვისზე გადადის
კომპანია "ლისი დეველოპმენტმა" მთავრობის მიერ შექმნილ StopCov ფონდში 50 000 ლარი გადარიცხა
„ვისოლ ჯგუფი“ თბილისის მერიასთან ერთად მარტოხელა მოხუცებს ყოველდღიური მოხმარების საგნებითა და საკვები პროდუქტებით მოამარაგებს
„სოკარმა“ STOPCOV ფონდის მხარდასაჭერად საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში 200 000 ლარი ჩარიცხა
ბაზისბანკის ვიდეობანკი ციფრული სერვისების გასააქტიურებლად
შპს "ფერიმ" და სს "დარიალი ენერჯიმ" კორონავირუსთან ბრძოლის ფონდს ნახევარი მილიონი ლარი გადაურიცხა
ლიბერთის პროგრამა აპრილის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით ყველა ასაკის პენსიონერზე გავრცელდება