სალომე ზურაბიშვილი  ქართველ სამხედროებს  - თქვენ იცავთ ჩვენს მშვიდობას!

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს მშვიდობისმყოფელის დღე მიულოცა. 31 აგვისტო ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეა. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია მიმართოს საქართველოს ჯარისკაცებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში იცავენ მშვიდობას და აძლიერებენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას.

„თქვენს მიმართ ჩვენი პარტნიორები უდიდეს პატივისცემას, ნდობას და თქვენი მსახურობის მაღალ შეფასებას გამოხატავენ. მთელი ქვეყნის სახელით მინდა გამოვხატო მადლიერება იმ ღვაწლისთვის, რომელიც თქვენ სამშობლოსთვის გასწიეთ. დღეს მინდა გავიხსენო საერთშორისო მისიებში დაღუპული ჩვენი გმირები და მათ სულებს ერთად მივაგოთ პატივი. დღევანდელ დღეს გლობალური საფრთხები ყველგან იზრდება და თქვენ იცით, რომ მშვიდობა, უსაფრთხოება, სტაბილურობა მხოლოდ ქვეყნის საზღვრებს შიგნით ვერ იქნება დაცული, თქვენ სწორედ ქვეყნის გარეთ დგახართ სადარაჯოზე და იცავთ მშვიდობას, რისთვისაც მინდა გითხრათ დიდი მადლობა. გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ სამშობლოში მშვიდობიან დაბრუნებას“,

ამასთან, ვიცე-პოლკოვნიკ ლაშა დავითაძის თქმით, ასეთი მიმართვა ჯარისაკაცებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ისინი გრძნობენ მათი საქმის მნიშვნელობას და ყურადღებას. „პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა და გაიხსენა ის დაღუპული გმირები, რომლებმაც სამშვიდობო მისიებში ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და ინტერესებს თავი შესწირეს. ასეთი მიმართვა მნიშვნელოვანია ჩვენი ჯარისკაცებისთვის, რადგან ისინი გრძნობენ ყურადღებას, თუ რამდენად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ და მართლაც სად თუ არა სამშვიდობო მისიაში, ჩვენი ჯარისკაცების პროფესიონალიზმი, როგორც ტაქტიკურ დონეზე, ასევე ყოველდღიურობაში პირდაპირ პროპორციულია საერთაშორისო აღიარების და ზოგადად გლობალურ საფრთხეებში ჩვენი წვლილის შეტანის“, - განაცხადა ლაშა დავითაძემ.

მასტერ სერჟანტის მინდია ტაკიძის თქმით, პრეზიდენტის მიმართვა ქართველ მშვიდობისმყოფელებს აძლევს მოტივაციას, რომ კეთილისინდისიერად და ღირსეულად შეასრულონ საერთაშორისო მისიაში მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობა.

„მინდა ყველა ქართველ სამხედრო მოსამსახურეს ვუსურვო საერთაშორისო მისიის ფარგლებში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ჩვენი ოჯახების, ჩვენი სამშობლოს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე მხედრულად მოგვეხადოს ჩვენი ღირსეული ვალი და რაც მთავარია მშვიდობით და ჯანმრთელად დავბრუნებულიყავით ჩვენს სამშობლოში“, - განაცხადა მინდია ტაკიძემ.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის  დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა (R)
„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს