დიმიტრი ქუმსიშვილი საინვესტიციო კომპანია "სინერჯი კაპიტალის" თანადირექტორის პოსტს ტოვებს

დიმიტრი ქუმსიშვილი საინვესტიციო კომპანია "სინერჯი კაპიტალის" თანადირექტორის პოსტს ტოვებს, - ამის შესახებ Linkedin-ის საკუთარ გვერდზე კომპანიის დამფუძნებელი და მისი აღმასრულებელი დირექტორი პაპუნა ტოლიაშვილი წერს.

„მეგობრებო, დიმა ქუმსიშვილმა, რომელიც „სინერჯი კაპიტალის“ თანადირექტორი იყო და ჩემთან და „სინერჯი ჯგუფის“ პარტნიორებთან ერთად თითქმის ერთი წელი კომპანიის მართვაში და განვითარებაში ყოვედღიურ რეჟიმში მონაწილეობდა, დღეს კომპანიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. დიმა, როგორც ძალიან დიდი მეგობარი და გულშემატკივარი ჩვენი და ჩვენი იდეების, მიუხედავად იმისა, რომ არც პარტნიორი არ არის სინერჯის და არც ინვესტორი სინერჯი კაპიტალში, ხელისუფლებიდან წამოსვლის შემდეგ აქტიურად ჩაერთო ჩვენს საქმიანობაში და უდიდესი წვლილი შეიტანა ორგანიზაციის ფორმირების ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე. მისი როლი და მნიშვნელობა ჩვენი კომპანიისთვის სამუდამოდ შეუფასებელ ღირებულებად დარჩება. ჩვენ ვიცით, რომ დიმა კერძო სექტორში აგრძელებს საქმიანობას და კიდევ ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს იმ კომპანიებისთვის სადაც და ვისთვისაც იმუშავებს. ასე რომ, მხოლოდ თუ შეგვშურდება მათი თორემ საბოლოოდ ვიცით, რომ ეს გადაადგილება იმ კომპანიისთვის, სადაც მუშაობას განაგრძობს დიდი გამართლება იქნება.

დიმა, უდიდესი მადლობა შენ ასეთი თანადგომისთვის, მეგობრობისთვის და შრომის მაგალითისთვის, რომელსაც ყოველ დღე გვაძლევდი“, - წერს პაპუნა ტოლიაშვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს