სოფელ თელეთში ავარიის დროს დაშავებულ სომხეთის 4 მოქალაქეს ერევანში გადაიყვანენ

საქართველოში სომხეთის საელჩოს ინფორმაციით, სოფელ თელეთში ავარიის დროს დაშავებულ სომხეთის 4 მოქალაქეს ერევანში გადაიყვანენ. აღნიშნულ ინფორმაციას სომხეთის საელჩო „ფეიბუქის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

„სომხეთისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენელთა შორის მოლაპარაკებების შედეგად მიღებულია გადაწყვეტილება თბილისთან ახლოს მომხდარ ავარიაში დაშავებული სომხეთის 4 მოქალაქის ერევანში გადაყვანის შესახებ.

დღეს სომხეთიდან ჩამოსული 4 რეანიმობილი სომხეთის მოქალაქეებს სომხეთში გადაიყვანს.

აღვნიშნავთ, რომ ამ 4 ადამიანის გარდა საავადმყოფოებში ავარიის შედეგად დაშავებული სომხეთის რესპუბლიკის სხვა მოქალაქეები არ არიან“, -ნათქვამია სომხეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ სოფელ თელეთში ავარიისას დაშავებული 20 ადამიანიდან 17 სომხეთის, ორი - საქართველოს და ერთი - აზერბაიჯანის მოქალაქეა. ავარია გამთენიისას მოხდა, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ერთმანეთს სამი მიკროავტობუსი და ერთი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

სომხეთის მთავრობამ თელეთთან ავარიის შედეგად დაშავებული სომხეთის ოთხი მოქალაქის ერევანში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს