არჩილ თალაკვაძე - ძიუდოისტებმა კიდევ ერთხელ გვასახელეს, ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონია, ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედლით გაგვახარა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ქართველ ძიუდოისტებს გამარჯვებას ულოცავს.

„ჩვენმა ქართველმა ძიუდოისტებმა კიდევ ერთხელ გვასახელეს და ძიუდოს სამყაროში უკვე მოპოვებული ღირსეული ადგილი უფრო გაიმყარეს! ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონია, ხოლო ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედლით გაგვახარა! ვულოცავ ჩვენს ბიჭებს ამ დიდ გამარჯვებას! მადლობას ვუხდი თავდაუზოგავი შრომისა და ბრძოლისთვის პირადად მათ, ასევე, მწვრთნელებს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ჩვენთვის ამ სიხარულის მონიჭებაში წვლილი შეიტანა.

დღეს, ამაყია საქართველო, რომ მისი დროშით თქვენ ასპარეზობთ!“ - წერს არჩილ თალაკვაძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა