ზაზა სარალიძე - სარალიძისა და დადუნაშვილის მკვლელობა დაგეგმილია მიხეილ კალანდიასა და მის მიერ შეკრებილი ე.წ. სასტავის მიერ

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის განცხადებით, მიხეილ კალანდიას მიერ ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დღეს ორი არასრულწლოვანი საქართველოს მიწაში განისვენებს.

„2017 წლის 1 დეკემბერს, დაახლოებით 13 საათზე. ა.ს. ურეკავს დასახმარებლად მიხეილ კალანდიას, მიხეილ კალანდია თავის მხრივ აგროვებს ეგრეთწოდებულ საძმოს და წინასწარ გეგმავენ სად უნდა წავიდნენ,რა იარაღი უნდა წაიღონ და წინასწარვე თანხმდებიან,რომ ვიღაც უნდა "დაიშტიროს"(დაიჭრას). დაახლოებით 14 საათზე, მიხეილ კალანდიას მიერ ორგანიზებული ჯგუფის მონაწილეობით სასიკვდილოდ დაიჭრა ორი არასრულწლოვანი. რომელ ე.წ. დაშტირვაშიც თავადაც ღებულობს მონაწილეობას დანარჩენ სხვა პირებთან ერთად“, -წერს ზაზა სარალიძე "ფეისბუქის" გვერდზე.

მისივე თქმით, დავით სარალიძის სახელის განადგურებას პირველივე დღეებიდან ცდილობდა მიხეილ კალანდიას ოჯახის წევრები, კონკრეტულად ბაბუა(ბორია კაკუბავა), დავით სარალიძის მკვლელების ხელის დაფარებასა და მტკიცებულებების განადგურებაში ასევე მონაწილეობდნენ მიხეილ კალანდიას ოჯახის წევრები, მამა, ძმა,ბიძა და ასე შემდეგ.

„დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა დაგეგმილი იქნა მიხეილ კალანდიასა და მის მიერ შეკრებილი ე.წ. სასტავის მიერ და დღეს ისევ მისი ოჯახის წევრებისა და უფლება დამცველებთან შეთანხმებულად ისევ გრძელდება ორი სადისტურად მოკლული არასრულწლოვნის ბულინგი, რაც ემსახურება დროის გაყვანას და ჭეშმარიტების დადგენაში ხელის შეშლას,რასაც 2017 წლის 1 დეკემბრიდან ცდილობდა მიხეილ კალანდიას ოჯახის წევრები და თავად მიხეილ კალანდია“, - აცხადებს ზაზა სარალიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო