3 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსენება

3 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსენება.

საშემოდგომო სესიაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. ამასთან, კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პარლამენტში განსახილველად გატანამდე, პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ერთთვიანი პროცედურა დაიწყება.

პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე აირჩევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს.

გარდა ამისა, პარლამენტის საშემოდგომო სესიის დღის წესრიგში დადგება გენერალური პროკურორის, სახელმწიფო აუდიტორის და სახალხო დამცველის საქმიანობის ანგარიშების მოსმენა, რაც საგაზაფხულო სესიაზე უნდა მომხდარიყო, თუმცა გადაიდო.

რაც შეეხება საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგიდან მოხსნილ პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენას, სავარაუდოდ, მამუკა ბახტაძეს პარლამენტი აღარ მოუსმენს, რადგან როგორც მოსალოდნელია, პარლამენტის დღის წესრიგში ახალი პრემიერ-მინისტრისა და ახალი შემადგენლობის მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი დადგება.

საშემოდგომო სესიის პირველი კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგს პარლამენტის ბიუროს 2 სექტემბრის სხდომაზე დაადგენს.

იხილეთ ვიდეო: 3 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსენება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო