ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი, ახალგაზრდობის სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებით პრემიერის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი პრემიერ-მინისტრის მიერ, ახალგაზრდობის სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფის ინიციატივას არ უკავშირდება.

„ინტერპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გვსურს, გამოვეხმაუროთ რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ახალგაზრდობის სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ უკავშირდება ჩვენს ინიციატივას. ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფს არასოდეს მოუთხოვია ახალი ბიუროკრატიული მექანიზმის შექმნა.

ვიზიარებთ ახალგაზრდების დიდი ნაწილის უარყოფით დამოკიდებულებას მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და მივიჩნევთ, რომ მთავრობამ სწორად უნდა შეაფასოს ახალგაზრდებში არსებული განწყობები, მათ შორის, არსებული ნიჰილიზმი და სკეპტიციზმი ბიუროკრატიული სისტემის მიმართ. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, რომ გადაწყვეტილება ახალგაზრდობის სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებით თვისობრივად ვერ გააუმჯობესებს არსებულ გარემოს და ვერ გააძლიერებს კომუნიკაციას ახალგაზრდებსა და ხელისუფლებას შორის.

ასევე, ჩვენთვის გაუგებარია რატომ მოხდა მსგავსი უწყების შექმნა ახალგაზრდებთან ფართო და ღია კონსულტაციების გარეშე.

ჩვენი ინიციატივა, რაც გულისხმობს მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნას, მთლიანად ეფუძნება მოხალისეობრივი საქმიანობის პრინციპს, რაც არ საჭიროებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით ფინანსურ რესურსს. ეს არის წარმატებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოებში აპრობირებული ფორმატი და მისი უპირატესობა გამოიკვეთება იმით, რომ საბჭოს საქმიანობას წარმართავენ თავად ახალგაზრდები, რაც მეტად მაღალ ლეგიტიმაციას მისცემს პროცესს. სწორედ ახალგაზრდები ვგრძნობთ ყველაზე კარგად ჩვენი თაობის მაჯისცემას და ჩვენვე შეგვიძლია, ვიყოთ საუკეთესო მაკავშირებელი რგოლი მთავრობასა და საზოგადოებას შორის.

გვსურს შევახსენოთ საზოგადოებას, რომ მიმდინარე წლის 30 ივნისს ღია წერილით მივმართეთ მმართველი პარტიის, „ქართული-ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, სადაც შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, ვსაუბრობდით დიალოგის საჭიროებასა და აუცილებლობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ღია წერილს მალევე მოჰყვა პრემიერის საჯარო გამოხმაურება, სამწუხაროდ, ინიციატივის განსახორციელებლად ქმედითი ნაბიჯები ამ დრომდე არ გადადგმულა. ვთვლით, რომ მთავრობის მხრიდან ახალგაზრდული ინიციატივის უგულვებელყოფა ზრდის ხიდჩატეხილობას ახალგაზრდებსა და ხელისუფლებას შორის, რაც დამაზიანებელია სახელმწიფოსთვის და გრძელვადიან პერსპექტივაში, საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობას.

მოვუწოდებთ მმართველ გუნდს, გაითვალისწინოს ახალგაზრდებში არსებული განწყობები და მხარი დაუჭიროს რეალურ შედეგებზე ორიენტირებულ სამუშაო ფორმატს, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კომუნიკაციას, შესთავაზებს საზოგადოებას პოზიტიურ დღის წესრიგს და განმუხტავს არსებულ მძიმე ფონს“,-ნათქვამია განცხადებაში.

ეკატერინე დგებუაძე - შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არცერთი მოსწავლე არ დარჩება სასწავლო განათლების მიღმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2020
ვაჟა ბერიძე - მთავრობა სწრაფად და ეფექტიანად რეაგირებს გამოწვევებზე, ეს სადღეისოდ საკმარისია, მაგრამ ტაში და ვაშა ჯერჯერობით ნაადრევია
პლასტიკური ბარათი სასურველ ადგილას - ახალი სერვისი "ტერაბანკისგან"
aptiaqi.ge-მ „ავერსის“ პროდუქციის ონლაინ გაყიდვა დაიწყო
კომპანია „ნიკორა ტრეიდმა“ თანამშრომლების ტრანსპორტირებისთვის ყოველთვიურად 300 000 ლარი გამოყო
„ნატახტარის“ მწარმოებელი კომპანია „ეფეს საქართველო“ ახალი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებისთვის 150 ათას ლარს გამოყოფს
"ლიბერთი" მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს
“ემბისიმ“  3-თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის მსურველთა ყველა განაცხადი დააკმაყოფილა.
"კერხერ-საქართველომ" ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს საჩუქრად "კერხერის" პროფესიონალური ორთქლის აპარატი გადასცა
KFC ექსკლუზიურად "ვოლტზეა"
"საქკაბელის" პროდუქციის შეძენა ვებ გვერდზე უკვე დისტანციურად არის შესაძლებელი
D ვიტამინის დეფიციტი და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები
"ვენდის" და "დანკინის" რესტორნები მუშაობის ახალ გრაფიკზე გადადის
სადაზღვევო კომპანია „ბენეფიტსი“ 5000 პსრ ტესტის ჩასატარებელ ნაკრებს ლუგარის კვლევით ცენტრს გადასცემს
„საქართველოს ბანკის“ მობილბანკი ფინანსური ოპერაციების შესრულებისას ნაკლებ ინტერნეტს მოიხმარს