აშშ-მა სირიაში „ალ-ქაიდას“ ობიექტებზე ავიაიერიშები განახორციელა

აშშ-მა სირიაში არსებულ ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ ობიექტებზე ავიაიერიშები განახორციელა. როგორც ვაშინგტონში აცხადებენ, იდლიბის პროვინციაში საჰაერო თავდასხმის მიზანს ტერორისტული ორგანიზაციის იმ ლიდერების ლიკვიდაცია წარმოადგენდა, რომლებიც აშშ-სა და მისი პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებს უქმნიან საფრთხეს.

ამასთანავე, სირიის მედიასაშუალებების ინფორმაციით, აშშ-ის ავიაიერიშებს იდლიბის პროვინციაში სულ მცირე 40 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო ომი სირიაში 2011 წელს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადადგომის მოთხოვნით დაიწყო. მას შემდეგ კონფლიქტში არაერთი მხარე ჩაერთო.

იხილეთ ვიდეო: აშშ-მა სირიაში არსებულ ტერორისტული დაჯგუფების ობიექტებზე ავიაიერიშები განახორციელა

დავით იაკობიძე - მთავარია, კარგად ვიცოდეთ, რა გვინდა სოფლის მეურნეობასა და ეკონომიკაში და ვიცოდეთ, ვის შევთავაზოთ პარტნიორობა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2020
ვაჟა ბერიძე - მთავრობა სწრაფად და ეფექტიანად რეაგირებს გამოწვევებზე, ეს სადღეისოდ საკმარისია, მაგრამ ტაში და ვაშა ჯერჯერობით ნაადრევია