„ევრონიუსი“ - საბერძნეთი საიმიგრაციო პოლიტიკას ამკაცრებს

საბერძნეთი საიმიგრაციო პოლიტიკას ამკაცრებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.აღნიშნული გადაწყვეტილება საბერძნეთის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც 29 სექტემბერს კუნძულ ლესბოსზე 547 არალეგალი მიგრანტი ჩავიდა.

2016 წლის შემდეგ ეს დიდი რაოდენობით მიგრანტების ერთ დღეში მიღების მეორე შემთხვევაა.

ამიერიდან საბერძნეთი სასაზღვრო კონტროლს კიდევ უფრო გაამკაცრებს და მიგრანტებისათვის ქვეყნის საზღვის გადაკვეთა უფრო რთული იქნება. ამასთანავე ქვეყანაში დაჩქარდება მიგრანტებისათვის თავშესაფრის მინიჭების პროცესი და საბერძნეთის ხელისუფლება შეეცდება ისინი ევროკავშირის სხვა ქვეყნებში გადაანაწილოს.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს სირიაში მიმდინარე დაპირისპირების გამო ათასობით ადამიანი ევროკავშირის სხვა ქვეყნებში მოხვედრას საბერძნეთის გავლით ცდილობდა. ამასთანავე, მიგრანტების დიდ ნაწილს დროებითი თავშესაფარი საბერძნეთში მისცეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო