წყალტუბოს გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს, 3 სექტემბერს, გაზმომარაგება შეუწყდება

წყალტუბოს გგს-ის მომხმარებლებს, 3 სექტემბერს, გაზმომარაგება შეუწყდება. ინფორმაციას „გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, გაზმომარაგება წყალტუბოს გგს-ის მომხმარებლებს 01:00 საათიდან 06:00 საათამდე შეუწყდება.

„2019 წლის 3 სექტემბერს, “საგურამო-ქუთაისის“ DN 500მმ მაგისტრალური გაზსადენის ქუთაისი 1-ის განშტოებაზე, ახალი გგს-ის შეჭრასთან დაკავშირებით, 2019 წლის 3 სექტემბერს 01:00 საათიდან 06:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება წყალტუბოს გგს-ის მომხმარებლებს: ფარცხანაყანევი, ქვიტირი, თერნალი, ქვილიშორი, გურნა, გვიშტიბი, ჩუნეში, ბანოჯა, გუბის(ნაწილს), პირველი წყალტუბო და მეორე უბანს.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის მოსახლეობას“,- ნათქვამია განცხადებაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა