გია გაჩეჩილაძე - ზუსტად ვიცი, მთავრობის სახელით მოხსენებით პარლამენტში მამუკა ბახტაძე გამოვა და ის პარლამენტს, როგორც პრემიერი, ანგარიშს წარუდგენს

ზუსტად ვიცი, მთავრობის სახელით მოხსენებით პარლამენტში მამუკა ბახტაძე გამოვა და ის პარლამენტს, როგორც პრემიერ-მინისტრი, ანგარიშს წარუდგენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების“ თავმჯდომარემ გია გაჩეჩილაძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან, უმრავლესობის სხდომის დაწყების წინ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, იწყება პარლამენტის საშემოდგომო სესია, სადაც უამრავი საკითხია განსახილველი და უმრავლესობის სხდომაზე სწორედ ამაზე იქნება საუბარი. მან ასევე აღნიშნა, რომ სამთავრობო ცვლილებები მოსალოდნელია, მაგრამ დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას არ ელოდება.

„ვიცი, რომ მთავრობის სახელით მოხსენებით პარლამენტში მამუკა ბახტაძე გამოვა და პარლამენტს, როგორც პრემიერ-მინისტრი, ის წარუდგენს ანგარიშს. ეს ვიცი ზუსტად“, - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო