გიორგი კახიანი - უმრავლესობის სხდომაზე შესაძლოა,  სამთავრობო ცვლილებებიც განვიხილოთ

უმრავლესობის სხდომაზე შესაძლოა განხილულ იქნას, მათ შორის სამთავრობო ცვლილებები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სხდომის დაწყების წინ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიორგი კახიანმა განუცხადა, როდესაც სამთავრობო ცვლილებებზე დასმულ კითხვას უპასუხა.

“მეტი დეტალი იმ საკითხებზე, რაზეც საუბრობთ, თქვენთვის ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი. ბუნებრივია, გარკვეული ინფორმაცია რომც მქონდეს, ახლა ვერაფერს გეტყვით. შესაძლოა განხილული იქნას, მათ შორის სამთავრობი ცვლილებები“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კახიანმა.

პარტია “ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს