გია ვოლსკი სამთავრობო ცვლილებებზე - დილას საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაცია გექნებათ - შესაბამის განცხადებას მამუკა ბახტაძე გააკეთებს

დილას საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაცია გექნებათ - შესაბამის განცხადებას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გააკეთებს, - ასეთი განმარტება გააკეთა უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ მთავრობაში დაგეგმილ საკადრო ცვლილებებზე უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.

ჟურნალისტების კითხვაზე, ტოვებს თუ არა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას მამუკა ბახტაძე, ვოლსკიმ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებას საინტერესო და სიღრმისეულ ინფორმაციას თავად ბახტაძე მიაწვდის.

“გარდა ამისა, არსებობს კოლეგიალობის სტანდარტი, რაც წინ გადახტომას არ ითვალისწინებს. დღეს ამ საკითხების განხილვა დავიწყეთ და სამშაბათს პოლიტსაბჭოს სხდომაზე განხილვას დავამთავრებთ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ პარტიის ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს