გიორგი კახიანი - მხოლოდ იმას გიდასტურებთ, რომ სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი იყო

ამ ეტაპზე მე არაფერს დავადასტურებ, მხოლოდ იმას გიდასტურებთ, რომ სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი იყო, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კახიანის თქმით, აღნიშნულზე ინფორმაციას საზოგადოება ხვალ დილიდან მიიღებს.

„რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, დიახ, დღეს იყო ამაზე საუბარი, სხვადასხვა მოსაზრებები მოვისმინეთ მეტი დეტალი ხვალ გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი",-აცხადებს კახიანი.

უმრავლესობის სხდომა „ქართული ოცნების"ოფისში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უძღვებოდა და მას პარტიის თანამდებობის პირები, უმრავლესობის წევრები, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა